Saturday, December 19, 2009

პროექტი

1.პროექტის სახელი.რომელი საგნებისკენ გაქვთ უფრო მეტი ინტერესი?
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით.მოსწავლეები ატარებენ 25-ე საჯარო სკოლის V-XII კლასელ მოსწავლეთა გამოკითხვას.
3.პროექტის სრული აღწერა.მოსწავლეებს შევთავაზე V-XIIკლასებში ჩაატრონ გამოკითხვა თემაზე -რომელი საგნებისკენ გაქვთ უფრო მეტი ინტერესი.1)ტექნიკური.2)საბუნებისმეტყველო.3)უცხო ენები.მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში აწარმოებენ გამოკითხვას და აგროვებენ მონაცემებს,გაკვეთილზე კომპიუტერებში ამზადებენ ცხრილს.კლასების მიხედვით იწყებენ მოსწავლეთა სიხშირეების დაფიქსირებას ცხრილში.ინაწილებენ კლასებს და გამოითვლიან ამ კლასების ფარდობით სიხშირეთა პროცენტულ მაჩვენებლებს,ითვლიან შემაჯამებელ მახასიათებლებს,ეს მაჩვენებლები შეაქვთ ცხრილში და კომპიუტერში.აგაბენ წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს.აგრძელებენ მუშაობას და ამზადებენ ანალიზს 25-ე საჯარო სკოლის გამოკითხული მოსწვლეების დამოკიდებულებას და ინტერესს საგნების მიმართ.
4.მონაწილეთა ასაკი.15-16 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა.1თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.მონაცემთა შეგროვების ხერხების,მოცემულ სიტუაციაში შესაფერისი შერჩევის უნარის გამომუშავება.მონაცემთა სიხშირეთა ცხრილებით,დიაგრამებით,პიქტოგრამებით წარმოდგენის უნარის გამომუშავება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას.მოსწავლეებმა უნდა დაამუშაონ მიღებული შედეგები და მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით დაადგინონ 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლთა დამოკიდებულებები სხვადასხვა საგნებთან.სკოლის დირექცია გაითვალისწინებს მოსწავლეთა დამოკიდებულებებს.
8.სარგებელი სხვებისთვის.სწავლების გაუმჯობესება მოსწავლეთა სასრგებლოდ.
9.სამუშაო ენა.ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.სხვა სკოლიდან მონაწილეები არ ყოფილან.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი.მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.მოსწავლეები მოპოვებულ მონაცემებს წარმოადგენენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
12.პროექტის ფასილიტატორი.მარიამ ალადაშვილი
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა.aladashvilimariami@gmail.com
14.პროექტის ფორუმი.
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.